45 გარდაცვლილი და 4 260 ახალი ინფიცირებული – ეპიდვითარება ქვეყანაში ისევ მძიმეა. კორონავირუსს კიდევ ერთი ახალგაზრდა შეეწირა. გახდა თუ არა 24 წლის ნინო გულიკაშვილი ექიმების უყურადღებობის მსხვერპლი – გარდაცვლილის ოჯახი ექიმებს უყურადღებობაში, არასწორ მკურნლობასა და გულგრილობაში ადანაშაულებს. ვარაუდობენ, რომ გოგონა COVID-19-ით კლინიკაში დაინფიცირდა. გოგონას თავდაპირველად დაბალი სიცხე ჰქონდა თუმცა მოგვინებით მისი მდგომარეობა დამძიმდა. მათი თქმით, შაქრიანი დიაბეტი, რაზეც ექიმი საუბრობს, გოგონას მანამდე არ აწუხებდა. ბრალდებებს უარყოფს მცხეთის სამედიცინო ცენტრის დირექტორი და ამბობს, რომ პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა კლინიკაში შეყვანისთანავე ძალიან მძიმე იყო. ლიკა მუმლაძის თქმით, გოგონას ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმება სწორედ თანმდევმა დააავდებამ გამოიწვია.
ყველაზე რთული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა ისევ დედაქალაქშია. სწორედ თბილისში გამოვლინდა ახალი შემთხვევებიდან ყველაზე მეტი, 1676 ახალი შემთხვევა. თბილისის შემდეგ ცხელ წერტილებად აჭარა და იმერეთი რჩება. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, ინფექცია ბოლო 24 საატში 2947-მა პაციენტმა დაამარცხა.