ცაში გაშვებული 100 ათასი ლარი. თბილისის მერიამ ტენდერი გამოაცხადა, რომლითაც ის ფეიერვერკების ყიდვას გეგმავს. საახალწლო ფეიერვეკისთვის დედაქალაქის მერია 100 ათას ლარს დახარჯავს. ინფორმაცია მედიას დღეს “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა მიაწოდა. ის ამბობს, რომ ქვეყანაში შექმნილი მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ ვითარების ფონზე ფეიერვერკებში თანხის დახარჯვა არამიზნობრივია. ხაბეიშვილი დედაქალაქის მთავრობას მოუწოდებს შეწყვიტოს საახალწლო ტენდერები და გამოყოფილი ასი ათასობით ლარი გაჭირვებულ ოჯახებს მოახმაროს.