ნატოს მიერ ინიცირებული ახალი დოკუმენტი, რომელიც საქართველოს მხარდაჭერას ითვალისწინებს – ინფორმაციას საგარეო საქმეთა მინისტრი twitter-ის ოფიციალურ გვერდზე აქვეყნებს და წერს, რომ ნატოს გენერალური მდივნის ექსპერტებმა მიიღეს დოკუმენტი, რომელიც ნატოს ღია კარის პოლიტიკასა და საქართველოს მტკიცე მხარდაჭერას უსვამს ხაზს. დავით ზალკალიანი თვლის, რომ ნატოს მხრიდან საქართველოსთვის ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომელიც მის განვითარებასა და რეგიონულ უსაფრთხოებას შეუწყობს ხელს.
ნატოს ექსპერტები თვლიან, რომ ალიანსმა უნდა გააფართოვოს და გააძლიეროს პარტნიორობა უკრაინასთან და საქართველოსთან, როგორც დაუცველ დემოკრატიებთან, რომლებიც ალიანსში გაწევრიანებას ცდილობენ და რუსეთის მხრიდან მუდმივი საგარეო და საშინაო ზეწოლის ქვეშ არიან. ნატოს გაფართოებასთან დაკავშირებულ 67-გვერდიან ანგარიშს ნატოს გენერალური მდივანი განსახილველად ჯერ ალიანსის მინისტრებს, მოგვიანებით კი, 2021 წელს, ალიანსის სახელმწიფოთა მეთაურების სამიტს წარუდგენს.