საპროტესტო აქცია გრძელდება თბილისში, პარლამენტის შენობასთან. სამოქალაქო აქტივისტები უკვე მეორე დღეა საკანონმდებლო ორგანოს შენობის წინ პროტესტს კარვებში აგრძელებენ. მათ გუშინდელი ღამე კარვებში გაატარეს. მოთხოვნები უცვლელია. ისინი ხელახალი არჩევნების ჩატარებას, პოლიტპატიმრების გათავისუფლებას და ე.წ ლოქდაუნის გაუქმებას ითხოვენ. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ ისინი იქამდე არ დაიშლებიან, სანამ ყველა მოთხოვნა არ შესრულდება.