ქვეყანაში დაწესებული კოვიდრეგულაციების გამო “სუფთა სახლს” საახალწლო პროდუქციის გაყიდვა აეკრძალა. სოციალურ ქსელში დღეს დილიდან მომხმარებლის მიერ მაღაზიათა ქსელში გადაღებული ფოტოები ვრცელდება, საიდანაც ირკვევა რომ მაღაზიაში საოჯახო ქიმიისა და კოსმეტიკის შეძენა ჩვეულებრივად არის შესაძლებელი, თუმცა დახლებზე, რომლებზეც საახალწლო პროდუქციაა განთავსებული, წერია, რომ მომხმარებელს მათი შეძენა 24 დეკემბრამდე არ შეუძლიათ.
“სუფთა სახალის” მსგავსად საახალწლო პროდუქციის გაყიდვა 24 დეკემბრამდე ეკრძალება “ფრესკოს” მაღაზიათა ქსელსაც. ინფორმაციის გადასამოწლებლად კომპანიის პრესსამსახურს დავუკავშირდით. ამბობენ, რომ გავრცელებული ინფორმაცია რეალურია და მეტიც, მთავარობის დადგენილების მიხედვით, საახალწლო პროდუქციის გარდა, ყველა არასასურსათო ნივთის გაყიდვა ეკრძალებათ.
მაღაზიების წარმომადგენლები თვლიან, რომ მიდგომა არასამართლიანია, ეს იმ ფონზე როცა, “კარფურის” მაღაზიათა ქსელში, ნებისმიერი არასასურსათო პროდუქტი ჩვეულ რეჟიმში იყიდება. ფოტოებში კარგად ჩანს, რომ საახალწო ნივთების, ასევე ტექნიკის ყიდვა “კარფურში” აკრძალვების ფონზე, ჩვეულებივად შესაძლებელია.