ოპოზიციურ პარტიებსა და დიპლომატიურ კორპუს შორის ინდივიდუალური შეხვედრები გრძელდება. ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის რეზიდენციაში დღეს “ნაციონალური მოძრაობის” წევრები მივიდნენ, თუმცა შეხვედრიდან გამოსულ ლიდერებს დეტალებზე არ უსაუბრიათ. პარტიის ლიდერებმა მხოლოდ ის თქვეს, რომ შეხვედრაზე ელჩების მიწვევით მივიდნენ, საუბარი კი არჩევნების შემდეგ ქვეყანაში შექმნილ რთულ ვითარებას შეეხო.
შეხვდებიან თუ არა ელჩები სხვა პარტიების წარმომადგენლებსაც და რას ემსახურება ინდივიდუალური შეხვედრების ფორმატი. ოპოზიციაში ამბობენ, რომ ცალკეული შეხვედრები ერთი დიდი მოლაპარაკების ნაწილია, რაც ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის განმუხტვას ემსახურება. ოპოზიციაში ვარაუდობენ, რომ მესამე რაუნდი გადამწყვეტი იქნება, რადგან ამ შეხვედრაზე “ქართული ოცნება” საპასუხო წინადადებით უნდა მივიდეს.
ოპოზიციის ნაწილს არ აქვს მოლოდინი, რომ “ქართული ოცნება” დათმობაზე წავა და ქვეყანაში განმეორებით არჩევნებს დანიშნავს. ამბობენ, რომ ამ ეტაპზე რაიმე შეხმვედრი ნაბიჯი “ქართულ ოცნებას” ჯერ არ გადაუდგამს, რაც მოლაპარაკებების პროცესის ჩაშლის საშიშროებას ქმნის.
ვიდრე ხელისუფლება და ოპოზიცია ერთამენთს კიდევ ერთხელ შეხვდება, ოპოზიციამ უკვე დაიწყო ფიქრი იმ საპროტესტო აქციებზე, რომელიც პარლამენტის შეკრების დღეს უნდა გაიმართოს. უკვე გადაწყდა, რომ ამ დღეს ისინი კონკრეტულ ადგილზე შეიკრიბებიან და ხელს იმ ერთობლივ დეკლარაციას მოაწერენ, რომელიც მათ ურყევ ბოიკოტს კიდევ ერთხელ დაადასტურებს.
რა პერსპექტივა აქვს პოლიტიკურ ბოიკოტს და აპირებს თუ არა ხელისუფლება დათმობაზე წასვლას. ყველაფერი იმ საბოლოო შეხვერაზე იქნება დამოკიდებული, რომლის გამართვის ზუსტი დრო ჯერ ისევ უცნობი რჩება.