ვერავინ და ვერაფერი გაანადგურებს ჩვენს ერთობას — ეს ფრაზა ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა, ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა მოსკოვში თქვა. მიტროპოლიტი, ანდრეი რუბლევის სახელობის ძველი რუსული ხელოვნების მუზეუმის დამფუძნებლის, დავით არსენიშვილის ყოველწლიურ პანაშვიდს დაესწრო. ინფორმაციას და ფოტომასალას მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო ურთიერთობათა განყოფილების თავმჯდომარის მოადგილე, მღვდელი ნიკოლაი ბალაშოვი სოციალურ ქსელში ავრცელებს.