ყალბი ინფორმაციები, სიძულვილის ენა და ანტიდასავლური გზავნილები – “მედიის განვითარების ფონდი” წინასაარჩევნო მონიტორინგის შედეგბს აქვეყნებს. ანგარიშში, რომელიც ტრადიციული მედიისა და FACEBOOK ანაგრიშებზე დაკვირვების სამი თვის შედეგებს მოიცავს, წერია,რომ ამ მიმართულებით “პატრიოტთა ალიანსი”, “ქართული მარში” და სხვა ულტრანაციონალისტური პარტიები ლიდერობენ. ორგანიზაციამ შეისწავლა ხელისუფლების მიერ შექმნილი FACEBOOK გვერდებიც, რომლებიც მათივე დაკვირვებით, ოპოზიციის წინააღმდეგ გაყალბებულ ინფორმაციებს ავრცელებდნენ. ანგარიშში განხილულია დავით გარეჯის საქმეც, რაც კვლევის ავტორები აზრით, წინასაარჩევნოდ მადისკრედიტირებელი კამპანია იყო და ხელისუფლების მხრიდან საზოგადოებაზე მანიპულაციად აღიქმებოდა.