ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნების ბრალდების სისხლის სამართლის საქმის განხილვა დასკვნით ეტაპზეა. მოსამართლე განაჩენს უახლოეს პერიოდში გამოაცხადებს. გახმაურებულ საქმეზე დაკავებულ 6 არასრულწლოვანს ჯგუფურ ძალადობას, ძალადობის ორგანიზებას, მასში მონაწილეობასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთას ედავებიან. საქმის პროკურორი გამამტყუნებელი განაჩენის მოლოდინშია, ადვოკატები კი ბრალდების მხარის მტკიცებულებებს ეჭვქვეშ აყენებენ.