ცვლილება ბინაზე მკურნალობაში – სასტუმროში მოთავსებულ ყველა კოვიდინფიცირებულსა და ბინაზე მყოფთა ნაწილს სამი სავალდებულო გამოკვლევა ჩაუტარდებათ. ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროში კლინიკური ჯგუფის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი. თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ბინაზე მყოფი პაციენტებისთვის მსგავსი ანალიზების ჩატარება არც ერთი ქვეყნის ჯანდაცვის სისტემას არ აქვს და საქართველო ამ საკითხში პირველია. ცერცვაძის თქმით, გაძლიერდება კოვიდსასტუმროების როლიც და ის საკარანტინო ფუნქციების გარდა, სამკურნალო დაწესებულების როლსაც შეასრულებს