საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის სუსში გამოკითხვას ოპოზიცია ეხმაურება. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ უსაფრთხოების სამსახურის მიერ დაწყებული გამოძიება მთლიანად გამოგონილია, რაც მიზნად მხოლოდ საზოგადოების დაშინებას ისახავს. “ქართულ ოცნებაში” კი კვლავ არეულობის მოწყობის სცენარზე საუბრობენ და ამტკიცებენ, რომ “ნაციონალური მოძრაობა” ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში მდგომარების ხელოვნურად არევას ცდილობდა.
შეგახსენებთ, რომ ირაკლი კობახიძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გუშინ დაიბარეს. მან გამოძიებას მის ხელთ არსებული ინფორმაცია მიაწოდა, რომლის მიხედვითაც ოპოზიციის ცალკეული ლიდერები, მათ შორის დევი ჭანკოტაძე და დიმიტრი შაშკინი რევოლუციური სცენარის განხორციელებაში იყვნენ ჩართულნი.