ოპოზიციამ მსვლელობა მოაწყო ისნის საოლქო კომისიის მიმართულებით. პოლიტიკოსები გაყალბებულ არჩევნებს და მოპარულ მანდატებს აპროტესტებდნენ და საზოგადოებას 8 ნოემბერს დაგეგმილ მასშტაბურ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებდნენ. აქციის მონაწილეები მოსახლეობას საინფორმაციო ფლაერებსაც ურიგებდნენ, რომელზეც გაყალბებული ოქმებია დატანილი. ისნის საოლქო კომისია ერთ-ერთია, სადაც ოპოზიციის მტკიცებით “ქართულმა ოცნებამ” და ცესკომ არჩევნები მასშტაბურად გააყალბა.