ამომრჩეველთა მოსყიდვა, ძალადობა, კენჭისყრის ფარულობის დარღვევა და ოქმებში დაფიქსირებული ხარვეზები – ეს იმ დარღვევების მცირე ჩამონათლია, რომელიც 31 ოქტომბრის არჩევნებზე არასამთავრობო სექტორის სადამკვირვებლო მისიამ დააფიქსირა. მესამე სექტორი ერთობლივ განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ 2020 წლის არჩევნები დემოკრატიული სტანდარტებიდან გამიჯნულად ჩატარდა. საუბარი იყო შემაჯამებელ ოქმებში დაფიქსირებულ ხარვეზებზეც, რის გამოც არასამთავრობოები ხმების ხელახალ დათვლასა და წარდგენილი საჩივრების მიუკერძოებლად განხილვას მოითხოვენ.