“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” საარჩევნო უბნებზე დაფიქსირებულ დარღვევებზე ახალ მტკიცებულებებს ასაჯაროვებს. ზაალ უდუმაშვილი ამბობს, რომ სხვადასხვა უბანთან მოქალაქეებს ფიზიკურად უსწორდებიან, პოლიციას კი ამაზე არანაირი რეაგირება არ აქვს. ამავე ბრიფინგზე უდუმაშვილმა ამომრჩევლებს ფულის გადაცემისა და დაშინების ფაქტებიც წარუდგინა.