საარჩევნო უბნებთან შეკრებილი “ქართული ოცნების” აქტივისტები და წონასწარ შედგენილი ამომრჩეველთა სიები – საარჩევნო პროცესში გამოვლენილ დარღვევბზე ისაუბრეს “ევროპულ საქართველოში”. სერგი კაპანაძის თქმით, კონკრეტულ საარჩევნო უბნებზე სხვადასხვა ტიპის დარღვევები ფიქსირდება. ის ხელისუფლებას მოუწოდებს, აღკვეთოს დარღვევები, რათა არჩევნების ლეგიტიმურობის საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ არ დადგეს.