ხმაური პარლამენტის ბიუროს სხდომაზე – დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან გოგიჩაიშვილი და “ქართული ოცნების” წევრი შოთა ხაბარელი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. დეპუტატებს შორის კამათი ბიურს სხდომაზე დაიწყო, შემდეგ კი მიმდებარე ოთახში გადაინაცვლა, სადაც მედიას შესვლის უფლება მანდატურებმა არ მისცეს. როგორც დაპისპირების შემდეგ ლევან გოგიჩაიშვილმა თქვა, ფიზიკურ დაპირპსირებას ადგილი არ ჰქონია და კამათი პანადმიის პირობებში არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებულ მის განცხადებებს მოჰყვა. გოგიჩაიშვილის თქმით ხაბარელი მისმა შეფასებებმა გააღიზიანა. დეპუტატი ამბიობს, რომ მან ხელისუფლების უმოქმედობის კონკრეტული ფაქტები დაასახელა, რაზეც ხაბარელს შესაბამისი არგუმენტები არ ჰქონდა.