კორონაპანდემიის გამო გაკოტრებული მოსახლეობა და საბანკო ვალდებულებები, რომელსაც მოქალაქეები ვეღარ იხდიან. ოპოზიცია ფინანსური ინსტიტუციების მიმართ დავალიანებებზე მორატორიუმს და პანდემიის ფორს-მაჟორულ სიტუაციად გამოცხადებას ითხოვს. საგანგებო ბრიფინგი დღეს ნინო ბურჯანაძემ გამართა და პანდემიისგან დაზარალებულებს სამპუნქტიანი პეტიცია შესთავაზა. პეტიცია სესხების გადავადებას, პროცენტის დაქვითვასა და ჯარიმების გაუქმებას ითვალისწინებს. ბურჯანაძე მოსახლეობას პეტიციის ხელმოწერას სთხოვს და ამბობს, რომ შემოსავლის გარეშე დარჩენილი მოსახლეობაზე ზრუნვა ხელისუფლების ინტერესში არ შედის.