1351 ინფიცირებული და 14 გარდაცვლილი – კორონავირუსი რეკორდულ მაჩვენებელზეა. ეპიდემიოლოგები მომდევნო კვირების განმავლობაში ინფიცირების მაჩვენებლის შემცირებას არ ელოდებიან. ამბობენ, რომ ქვეყანა მეორე ტალღის პროცესშია და შემთხვევების მატება მოსალოდნელია. ინფიცირებულებს შორის არიან ექიმებიც. ბოლო 24 საათში COVID-19-ით სამედიცინო სფეროს კიდევ 61 წარმომადგენელი დაინფიცირდა. კორონავირუსის რეკორდული ზრდის მიუხედავად, ჯანდაცვის მინისტრი ამბობს, რომ ქვეყანაში არც ადამიანური რესურსის, არც სასუნთქი აპარატების და არც საწოლების დეფიციტი არ არის. მინიტრის ინფორმაციით, კორონავირუსის მართვაში თბილისის მასშტაბით კიდევ 4 კლინიკა ერთვება, 3 შიდა ქართლში და სამიც იმერეთში. ინფიცირებულების 87%-ში ვირუსი უმსიმპტომოდ მიმდინარეობს.
ინფიცირების რეკორდული მაჩვენებლის ფონზე, მთავრობა მოსახლეობას ამშვიდებს, ამბობენ, რომ შფოთვის საფუძველი არ არსებობს და საზოგადოების გარკვეული ჯგუფები ცრუ ინფორმაციას ავრცელებენ. მიზანი, მთავრობის შეფასებით, საზოგადოებაში პანიკის დათესვაა. კიდევ ერთი განცხადება, რომელიც დღეს მთავრობია სადმინიტრაციაში გაკეთდა, სასწრაფო ბრიგადების გახშირებულ დაგვიანებას შეეხებოდა. ჯანდავის მინისტრი თვლის, რომ პანდემიის პირობებში ბრიგადების 2- 3 საათით დაგვიანება ნორმალურია. ეკატერინე ტიკარაძე, მოქალაქეების უკმაყოფილებას არაკორექტულს უწოდებს.
კორონავირუსის ბოლო 24 საათის სტატისტიკაში, ყველაზე ახალგაზრდა გარდაცვლილი – 30 წლამდე ქალია, რომელიც თბილისის ზღვის ჰოსპიტალში მკურნალობდა. ის კლინიკაში შეყვანიდან მეორე დღეს ისე გარდაიცვალა, რომ მისი ტესტის პასუხი კორონავირუსზე ცნობილი არ იყო. მას ქრონიკული დაავადება არ ჰქონდა, თუმცა კლინიკაში განმარტავენ, რომ პაციენტმა სასწრაფო სამედიცინო დახმარებას დაგვიანებით მიმართა. ბოლო 24 საათში COVID-19-ით კიდევ 14 პაციენტი დაიღუპა. 7 აჭარაში, 2 ქუთაისში, 1 თერჯოლაში, 4 კი თბილისში. გასულ დღე-ღამეში გამოვლენილი შემთვევებიდან მხოლოდ 445 დედაქალაქში დაფიქსირდა, 369 აჭარაში, ხოლო 255 – იმერეთში. ამ დროისთვის, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 11 033 აქტიური შემთხვევა ფიქსირდება, რომელთაგან 372-ის მდგომარეობა მძიმეა, ხოლო 78 პაციენტი ხელოვნული სუნთქვის აპატარატზეა შეერთებული.
კორონავირუსის შემთხვევები იზრდება რეგიონებშიც. COVID-19-ით დაინფიცირდა გურიის გუბერნატორი. ის უსიმპტომოა და თვითიზოლაციაშია. კორონავირუსი დაფიქსირდა ფოთის საოლქო-საარჩევნო კომისიაში შემავალ ორ უბანზეც, კომისიის ინფიცირებული წევრები სხვებით ჩაანცვლეს.
ეპიდსიტუაცია მძიმეა ოკუპირებულ რეგიონებშიც. აფხაზეთში COVID-19-ით გარდაცვალების 3 და ინფიცირების 133 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. რეგიონში ინფიცირების მაჩვენებელმა 3 ათასს გადააჭარბა. კორონავირუსის მქონე 84 წლის პაციენტის გარდაცვალების შესახებ ავრცელებს ინფორმაციას ოკუპირებული ცხინვალის რეჟიმიც. ე.წ. ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ეს რეგიონში კოვიდინფექციით გარდაცვალების მეორე შემთხვევაა.
მსოფლიოში კი კორონავირუსით 41 მილიონზე მეტი ადამინია ინფიცირებული. ვირუსის გავრცელების მზარდი მაჩვენებლის გამო ახალი შეზღუდვების, მათ შორის კომენდანტის საათის დაწესებას არ გამორიცხავს ესპანეთის მთავრობა. საჯარო ღონისძიებაზე პირბადით პირველად გამოჩნდა რომის პაპი. კოვიდინფექციით ბოლო 24 საათში რეკორდულად მაღალი რაოდენობის, 141 პაციენტი დაიღუპა უკრაინაში. ხოლო რეკორდულად მაღალი ინფიცირების დღიური მაჩვენებლი, 12 000-მდე შემთხვევა, დაფიქსირდა ჩეხეთში. რაც შეეხება საქართველოს მეზობელ სახელმწიფოებს, რუსეთში გასულ დღე-ღამეში კორონავირუსს 317 პაციენტი ემსხვერპლა, 74 – თურქეთში, სომხეთში – 23, ხოლო 5 აზერბაიჯანში ადამიანი.