22:00 საათის შემდეგ მუშაობის შეზღუდვის დარღვევისთვის 10 000 ლარით 12 რესტორანი დაჯარიმდა. შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის, ბექა ფერაძის ინფორმაციით 3 ობიექტის შემთხვევაში, განმეორებითი დარღვევის გამო, სისხლის სამართლებრივი გამოძიებაც დაიწყო. ფერაძის განცხადებით მონიტორინგი გრძელდება ბააზრებსა და ბაზრობებზეც. უკვე შემოწმდა თბილისში არსებული 10 ბაზარი და 185 საბითუმო და საცალო ვაჭრობის ობიექტი. რამდენიმე მათგანს გაფრთხილებაც მიეცა.