პოლიტკური პარტია “მოქალაქეების” საარჩევნო სიის პირველი ათეული ცნობილია. ალეკო ელისაშვილმა, რომელიც პარტიული სიის პირველი ნომერია, წარდგენის ცერემონიაზე გუნდის წევრების ტელეფონის ნომერებიც გაასაჯაროვა და მოქალქეებს აქტიურობიკსენ მოუწოდა. ელისაშვილის განმარტებით, პარტიის მიზანი გამჭირვალობა და ხალხთან უშუალო კონტაქტრია, სწორედ ამიტომ, მისი გუნდი მზად არის მოქალქეების ზარებს 24 საათის განმავლობაში უპასუხოს.