ოკუპირებულ გალში აფხაზური დროშის დაწვისთვის გუშინ საქართველოს მოქალაქე, გიორგი ბებუა დააკავეს. ოჯახის წევრების განცხადებით, მათ არანაირი ინფრომაცია არ აქვთ თუ სად იმყოფება ბრალდებული და როგორია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. სოციალურ ქსელში ბებუას დაკითხვის ვიდეო კადრები ვრცელდება. ის ყვება, რომ დროშა პროტესტის ნიშნად დაწვა, რადგან ქართველებისა და აფხაზების დაყოფის თარიღის აღნიშვნას არ აღიარებს და ხალხებს შორის მეგობრული ურთიერთობების მოხმრეა. გავრცელებულ ვიდეოს თან ახლავს, აფხაზეთის მაცხოვრებლების აგრესიული კომენტარები, რის გამოც ოჯახი ვარაუდობს, რომ ბებუას ჯანმრთელობის მდგომარეობას შესაძლოა საფრე შეექმნას.
ჯერჯერობით, უცნობია, რა მუხლით წაუყენებენ ბრალს გიორგი ბებუას. მომხდართან დაკავშირებით სუს-მა ცხელი ხაზი აამოქმედა, ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. სუს-ის მიერ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, დაკავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
დე ფაქტო რესპუბლიკის დროშის დაწვისთვის, საქართველოს მოქალაქის ირაკლი ბებუას დაკავებას “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი საგამნგებო ბრიფინგით გამოეხმაურა და საქართველოში აკრედიტირებულ დიპლომატიურ კორპუსსა და ბიძინა ივანიშვილს დროული რეაგირებისკენ მოუწოდა.