20 პოლიციელი ფიზიკურად მისწორდებოდა, აქეთ დამაჯარიმეს, უმისამართოდ იგინებოდიო – ალეკო ელისაშვილი | 11.09.2024

პოლიტიკური გაერთიანება ძლიერი საქართველოს წევრი  ალეკო ელისაშვილი, დღეს,  თბილისის საქალაქო სასამართლომ 2000 ლარით დააჯარიმა. მან ამის შესახებ ჟურნალისტებთან  გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ალეკო ელისაშვილი, 17 აპრილს  რუსული კანონის წინააღმდეგ გამართული აქცის დროს სპეცრაზმმა მთავრობის კანცელარიასთან სცემა, რისი ამსახველი კადრებიც არსებობს. თუმცა თბილისის საქალაქო სასამართლომ ელისაშვილი დააჯარიმა. მას  წვრილმან ხულიგნობასა და  სამართალდამცველის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობაში დასდეს ბრალი.

ელისაშვილის ადვოკატს სამართლიანობის აღდგენის იმედი არ აქვს, თუმცა სააპელაციო სასამართლოსთვის მიმართვის გადაწყვეტილება, მის დაცვის ქვეშ მყოფთან ერთად მაინც მიიღო.