ოლიგარქის ოცი რჩეული — ვინ ჩაწერა და ვინ არა ივანიშვილმა საპარლამენტო სიაში | 11.09.2024

„ოცნების“ მოქმედი წევრები, რამდენიმე სპორტსმენი, ივანიშვილის ცოლის მეგობარი და ე.წ. ახალი სახეები — სახელისუფლებო პარტიის საპარლამენტო სიის პირველი ოცეული ცნობილია. ოლიგარქის 19 რჩეული ირაკლი კობახიძემ პარტიის ახალ ოფისში გამართულ ღონისძიებაზე გუშინ წარადგინა. ივანიშვილმა სიაში საკუთარი თავი პირველ ნომრად ჩაწერა. მეორე ადგილი კი ირაკლი კობახიძეს ერგო. საპარლამენტო 20-ეულში მოხვდნენ: ირაკლი ღარიბაშვილი, შალვა პაპუაშვილი, მამუკა მდინარაძე, თეა წულუკიანი, მაკა ბოჭორიშვილი, სოზარ სუბარი, მარიამ ქვლივიშვილი, ანრი ოხანაშვილი, ნიკოლოზ სამხარაძე და მიხეილ ყაველაშვილი. ცნობილი სპორტსმენებიდან „ოცნების“ სიაში არიან ლაშა ტალახაძე და გენო პეტრიაშვილი. სიაში მოხვდა ივანიშვილის მეუღლის, ეკა ხვედელიძის ახლო მეგობარი, ეკა ჭიჭინაძეც.

პირველი ოცეულის წარდგენამდე ივანიშვილის პარტიამ რეგიონების 22 და თბილისის 8 დელეგატი წარადგინა. ოლიგარქის სიის პირველ 50 ადგილზე ბევრი მოქმედი პარლამენტარი ვერ მოხვდა. მათ შორის: არჩილ თალაკვაძე, ნინო წილოსანი, ირაკლი ზარქუა, დავით მათიკაშვილი, ბექა ოდიშარია და სხვები.