გურჯაანში, 3 ადამიანის მკვლელობაში ბრალდებული დააკავეს | 29.08.2024

გურჯაანში, 3 ადამიანის მკვლელობაში ბრალდებული დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მკვლელობა სოფელ ახაშენში გუშინ, 28 აგვისტოს მოხდა. ზვიად ზურაბაშვილმა ცოლი ფიქრია ტუგულაშვილი და ბავშვობის ორი მეგობარი: მალხაზ მამისაშვილი და როინ კობიაშვილი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ჩატარებული სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა ზვიად ზურაბაშვილი ცხელ კვალზე ბრალდებულის სახით დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.