“ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივნის მოადგილე ირაკლი ფავლენიშვილი, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის მოადგილე იგორ ნარმანია, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დედასთან – გიული ალასანიასთან ერთად, ბათუმის ბაზარში მოსახლეობას შეხვდნენ და მიხეილ სააკაშვილის წიგნთან ერთად საინფორმაციო ბროშურებიც დაურიგეს, სადაც ბათუმის ინფრასტრუქტურული განვითარების გეგმაზეა საუბარი.
მანამდე, ოპოზიციონორი გაერთიანების წევრებმა საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედასთან ერთად ბათუმში, შეჩერებულ პროექტებთან დაკავშირებით სპეციალური ბრიფინგი გამართეს. საქმე ტექნიკური უნივერსიტეტის შენობას,როიალ კარიბიანის საკრუიზო პორტსა და გონიოს თავისუფალ ეკონომიკურ ზონას ეხება. გიული ალასანია იმედოვნებს, რომ 26 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, არსებული მდგომარეობა შეიცვლება და ქვეყანა განვითარებას გააგრძელებს.