რუსეთის 16-წლიანი ოკუპაციის მიუხედავად, სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი საქართველოს ნაწილია – ნატო | 07.08.2024

აგვისტოს ომის 16 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს ნატო, რომელშიც რუსეთს მოუწოდებს გაიყვანოს საქართველოდან ძალები, რომლებიც იქ საქართველოს თანხმობის გარეშე განათავსა.

“ჩვენ რუსეთს მოვუწოდებთ, საქართველოში განლაგებული ძალები გაიყვანოს, რომლებიც იქ საქართველოს თანხმობის გარეშე განათავსა. რუსეთის 16 წლიანი ოკუპაციის მიუხედავად, სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი საქართველოს ნაწილია. ნატო საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მხარს სრულად უჭერს”, – ნატო.