პარტია “ქართულმა ოცნებამ” მიმდინარე წლის მეორე კვარტალში მილიონ ლარამდე შემოწირულება მიიღო. მიღებული შემოწირულებების რაოდენობით, “ოცნება” კვლავ პირველ ადგილზეა. პოლიტიკური პარტიების მიერ მიღებული შემოწირულებების სტატისტიკა “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ”გამოაქვეყნა. დაკვირვების პერიოდი 2024 წლის 1 აპრილიდან 30 ივნისის პერიოდს მოიცავს.ორგანიზაცია ამბობს, რომ საპარლამენტო არჩევნების მოახლოების მიუხედავად 2024 წლის მე-2 კვარტალი შემოწირულებების სიუხვით არ გამოირჩეოდა – 207-მა შემომწირველმა ყველა პარტიას ჯამში 1,930,293 ლარის შესწირა, რაც წინა კვარტლის ანალოგიურ მაჩვენებელს დაახლოებით 60%-ით აღემატება. პარტიული შემოწირულებების 50% “ქართულმა ოცნებამ” მიიღო – 961,176 ლარი, მეორე ადგილზეა “ლელო” 464,990 ლარით, ხოლო მესამეზე – “ნაციონალური მოძრაობა” 302,682 ლარით.