გამოძიოება სუს-ში ტერორიზმისა და შეთქმულების მუხლით – გამოძიების კითხვებს დღეს სამმა პირმა უპასუხა | 01.08.2024

ტერორიზმისა და შეთქმულების მუხლებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მოწმეთა გამოკითხვა გრძელდება. გამოძიების კითხვებს დღეს სამმა პირმა უპასუხა. გამოკითხვები ერთმანეთის პარალელურად მიმდინარეობდა, როგორც სუს-ში, ასევე საქალაქო სასამართლოში. მაური მაჩალიკაშვილის ადვოკატი, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოჰკითხეს, ამბობს, რომ საქმის დეტალების გახმაურების უფლება არ გააჩნია.

მას შემდეგ, რაც ტერორიზმისა და შეთქმულების მუხლებით მიმდინარე საქმესთან დაკავშირებით აქტიური საგამოძიებო მოქმედებები დაიწყო, მოწმის სტატუსით უკვე 15-ზე მეტი პირი გამოიკითხა. გამოკითხვები, ერთ კვირაზე მეტია, გრძელდება და გამოკითხულთა ნაწილმა პროცესი მაგისტრი მოსამართლის წინაშე, საქალაქო სასამართლოში გაიარა. გამოკითხულთა შორის არიან როგორც უკრაინაში მებრძოლი ქართველები, ასევე ომის ვეტერანები.

სუს-ში აცხადებენ, რომ უწყება იძიებს უკრაინაში მყოფი საქართველოს ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნებისა და ძალოვანი უწყებების ყოფილი თანამშრომლების ორგანიზებითა და დაფინანსებით საქართველოში დანაშაულებრივი ქმედებების, მათ შორის, პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების საქმეს.