“ქართული ოცნების” რუსული კანონი დღეიდან ამოქმედდა | 01.08.2024

“ქართული ოცნების” რუსული კანონი დღეიდან ამოქმედდა – 1-ლი აგვისტოდან ძალაში იქნება ყველა ის ნორმა, რომელიც არასამთავრობო და მედია ორგანიზაციებს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრაციას დაავალდებულებს. რეესტრში რეგისტრირება სავალდებულო ხდება ყველა იმ ორგანიზაციისთვის, რომლის შემოსავლის 20%-ზე მეტი უცხოეთიდან არის მიღებული. რეგისტრაციისთვის თავის არიდება ან დეკლარაციის არშევსება გამოიწვევს ორგანიზაციის დაჯარიმებას 25 ათასი ლარის ოდენობით. რუსული კანონის მიღების შემდეგ, არასამთავრობო ორგანიზაციებმა განაცხადეს, რომ არ დაემორჩილებიან ოცნების რეპრესიულ კანონს. ოპოზოციონერი დეპუტატები კი კანონს ანტისახელმწიფოებრივს უწოდებენ და ამბობენ, რომ რუსული კანონი ქვეყანას საგარეო კურსს უცვლის.

რუსული კანონის წინააღმდეგ საკოსნტიტუციო სასამართლოში სამი სარჩელია შესული. საქართველოს პრეზიდენტის, არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების და ოპოზიციონერი დეპუტატების. ამ საკონსტიტუციო სარჩელით ამტკიცებენ, რომ საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მიღებული რუსული კანონი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლს, რომელიც ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ გაერთიანებებში ინტეგრაციას გულისხმობს. საწყის ეტაპზე ითხოვენ, სარჩელის განხილვების დასრულებამდე კანონის მოქმედება შეჩერდეს შემდეგ კი საბოლოოდ გაუქმდეს.