საქართველოს იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე ამბობს, რომ უკვე მზად აქვთ არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების რეგისტრაციისთვის აუცილებელი ტექნიკური ბაზა, სადაც რუსული კანონის ამოქმედენის შემდეგ არასამთავრობო და მედიაორგანიზაციები უცხო ქვეყნის ინტერესების გამტარებლად უნდა დარეგისტრირდენ. რატი ბრეგაძის განცხადებით, არასამთავრობოებს განაცხადის გაკეთება 1 აგვისტოდან შეეძლებათ. ბრეგაძე ამბობს, რომ თუ ორგანიზაცია არ შეასრულებს რუსული კანონით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, 25 ათასი ლარით დაჯარიმდება.
კითხვაზე, იძულებითი რეგისტრაცია რა პროცედურით მოხდება, იუსტიციის მინისტრმა განაცხადა, რომ წარსულს ჩაბარდა დრო, როდესაც ოფისებში შესვლა, დარბევა ხდებოდა და დღეს ყველაფერი კანონით გაწერილი პროცედურით მოხდება.
28 მაისს საქართველოს პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო დაძლია და „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებული „რუსული კანონი“ საბოლოო კენჭისყრაზე 84 ხმით დაამტკიცა. რუსული კანონის მიღებას წინ უძღოდა მრავალათასიანი საპროტესტო აქციები. მშვიდობიან დემონსტრანტებზე, აქტივისტებსა და ოპოზიციონერ დეპუტატებზე ძალადობა და მათი დაშინების მცდელობები.