ოპოზიცია ხელისუფლებას საარჩევნოდ ხელოვნური ბარიერების შექმნაში ადანაშაულებს. საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე, პლატფორმა „ერთიანობის“ ერთერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ემიგრანტებს საკონსულო აღრიცხვაზე რეგისტრაციისაკენ მოუწოდა, რათა მათ არჩევნებში ხმის მიცემა შეძლონ. ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს მიაჩნიათ,რომ რაც შეიძლება მეტმა ემიგრანტმა უნდა მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა რადგან 26 ოქტომბერის საპარლამენტო არჩევნები გადამწყვეტია.