ურსულა ფონ დერ ლაიენი ევროკომისიის პრეზიდენტის თანამდებობაზე მეორე ვადით აირჩიეს | 18.07.2024

ურსულა ფონ დერ ლაიენი ევროკომისიის პრეზიდენტის თანამდებობაზე მეორე ვადით აირჩიეს. ურსულა ფონ დერ ლაიენის არჩევას მხარი 401-მა ევროპარლამენტარმა დაუჭირა, წინააღმდეგ ხმა მისცა 284-მა, 15-მა დეპუტატმა კი თავი შეიკავა. ევროპის პარლამენტს სულ 720 დეპუტატი ჰყავს.

ევროკომისიის პრეზიდენტის თანამდებობაზე ურსულა ფონ დერ ლაიენის კანდიდატურის დამტკიცებისთვის 361 ხმა იყო საჭირო. ურსულა ფონ დერ ლაიენი ევროკომისიას მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში უხელმძღვანელებს.

პარლამენტში გამოსვლისას, ფონ დერ ლაიენმა წარმოადგინა პროგრამა, რომელიც კონცენტრირებულია კეთილდღეობაზე და უსაფრთხოებაზე, მიემართება რუსეთის მიერ წარმოებულ ომს უკრაინაში, გლობალურ ეკონომიკურ კონკურენციასა და კლიმატის ცვლილებებს.
ურსულა ფონ დერ ლაიენს ევროკომისიის პრეზიდენტად ხელახლა არჩევას საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილის ულოცავს.