საქართველოს ოლიმპიური ნაკრები პარიზის ოლიმპიადაზე მიემგზავრება. თამაშები 26 ივლისს დაიწყება და 11 აგვისტოს დასრულდება. სპორტსმენებმა დღეს ოლიმპიური ფიცი საზეიმო ვითარებაში დადეს.
ფიცის დადების ცერემონიას მთავრობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, რომლებმაც სპორტსმენებს წარმატება და გამარჯვება უსურვეს. ღონისძებას ესწრებოდა საქართველოს პრეზიდენტიც. სალომე ზურაბიშვილის თქმით, საქართველოსთვის სპორტი ქართველი ხალხისთვის ერთობის ერთ-ერთი სახეობა გახდა.
საქართველოს მთავრობა ოლიმპიური ჩემპიონებისთვის მილიონ ლარს, ვერცხლის მედალოსნებისთვის ნახევარ მილიონს, ხოლო ბრინჯაოს პრიზიორებისთვის 250 ათას ლარს გამოყოფს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ოლიმპიურ თამაშებზე ქართველი ოლიმპიელების გაცილების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. კობახიძის თქმით, ქართული სპორტის, მხარდაჭერ აგაგრძელდება ეს მხარდაჭერა წლიდან წლამდე უფრო მეტად გაიზრდება.
პარიზის 2024 წლის ოლიმპიური თამაშების ლიცენზია ოფიციალურად 28 ქართველმა სპორტსმენმა მოიპოვა. ამას გარდა, ისტორიაში პირველად ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს ძიუდოისტთა შერეული ნაკრები გუნდურ პირველობაშიც იასპარეზებს.