თავდაცვის ძალების კუთვნილმა ერთ-ერთმა საფრენმა აპარატმა კატასტროფა განიცადა, შემთხვევის შედეგად დაიღუპა თავდაცვის ძალების ავიაციისა და საჰაერო სარდლობის პილოტი, კახაბერ ზურაბაშვილი. თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ბოლნისის მუნიციპალიტეტში ჩამოვარდნილი თვითმფრინავი სუ-25 სამხედრო სწავლებაში იყო ჩართული. მათი თქმით, მიზეზების დადგენის მიზნით, თავდაცვის უწყების შესაბამისი სამსახურები დეტალურ გამოკვლევას აწარმოებენ.