საქართველოს პროკურატურამ ტრანსნაციონალური დანაშაული გახსნა | 18.06.2024

საქართველოს პროკურატურამ ტრანსნაციონალური დანაშაული გახსნა და კიბერ თაღლითობისა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულის გათეთრების ფაქტებზე სისხლისსამართლებრივი დევნა უცხო ქვეყნის ორი მოქალაქის და ორი იურიდიული პირის მიმართ დაიწყო. ბრალდებულები ფიზიკური პირების კუთვნილ დიდი ოდენობით თანხებს, დაახლოებით 150 000 აშშ დოლარს თაღლითურად დაეუფლნენ. პროკურატურის ცნობით ბრალდებულ ფიზიკურ პირებს აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა უკვე შეეფარდათ.