ეროვნული ვალუტა ისევ რეკორდულად უფასურდება. ეროვნული ბანკის მიერ დღეისათვის დადგენილი ოფიციალური კურსის თანახმად ერთი დოლარის ღირებულება უკვე 3 ლარი და 25 თეთრია, თუმცა ლარის ფასი გაცილებით მაღალია სავალუტო ჯიხურებში, სადაც ერთი დოლარი 3 ლარი და 28 თეთრი ღირს. ლარი დრამატულად უფასურდება ევროსთან მიმართებაშიც. ერთი ევროს ფასმა 3 ლარს და 84 თეთრს მიაღწია. ეროვნული ბანკი დღეს სავალუტო აუქციონზე კიდევ 40 000 000 აშშ დოლარს გაყიდის, თუმცა შეაჩერებს თუ არა მორიგი ინტერვენცია ლარის გაუფასურებას უცნობია.