მაისის ბოლოდან საქართველოს მოქალაქეები ჩინეთში მოგზაურობას უვიზოდ შეძლებენ. ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა მედიასთან საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება ხელს უწყობს ორი ქვეყნის ურთიერთობების გაღრმავებას.
ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი საქართველოს მხრიდან 2023 წლის 11 სექტემბრიდან მოქმედებს. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მხრიდან საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის დაწესების შესახებ კი მიმდინარე წლის 26 თებერვალს გახდა ცნობილი.