ლონდონში, საქართველოს საელჩოს შენობაზე ანტირუსული შინაარსის პლაკატები გამოაკრეს. მათ შორის, იმ ადამიანების ფოტოებია, ვინც თითქმის ორი თვის მანძილზე უწყვეტი პროტესტის დროს სპეცრაზმელებმა სასტიკად სცემეს.
ლონდონში მცხოვრები დავით ჯინჭარაძე პლაკატების ამსახველ ფოტოებსა და ვიდეოს სოციალური ქსელით ავრცელებს. ჯინჭარაძე ამბობს, რომ საელჩოებს არ უნდა ჰქონდეთ ილუზია, თითქოს საქართველოს ემსახურებიან.