რატომ გადაწყვიტა “ოცნებამ”, ჩინურ კონსორციუმს ჩააბაროს უმნიშვნელოვანესი ობიექტი – ანაკლიის პორტი | 30.05.2024

თბილისში ბაგები-საბურთალოს დამაკავშირებელი ხიდი გაიხსნა. ბაგების დასახლებისა და უნივერსიტეტის ქუჩის დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდი, რომელიც უკვე არსებული საფეხმავლო ხიდის გასწვრივ აშენდა, 260 მეტრი სიგრძისაა და ოთხი სამოძრაო ზოლისგან შედგება.გახსნის ღონისძიებას ესწრებოდნენ პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე, თბილისის მერი, კახა კალაძე და მერიის თანამშრომლები.

ხიდის მშენებლობის დაპირება კახა კალაძემ ჯერ კიდევ 2017 წელს, თბილისის მერად პირველი ვადით არჩევამდე გასცა. მოგვიანებით, კალაძემ დაპირების შეუსრულებლობა პანდემიით გამოწვეული შეფერხებით ახსნა. საბოლოოდ ხიდის მშენებლობა 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაიწყო. ჯამში, პროექტის ღირებულებამ კი 36 400 000 ლარი შეადგინა.