მოსალოდნელი სანქციების ფონზე “ქართული ოცნება” აპირებს რუსულ კანონზე პრეზიდენტის ვეტო მომდევნო სასესიო კვირაში დაძლიოს. “ქართული ოცნების” ლიდერები აღიარებენ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა რუსულ კანონზე ვეტოს დადებით საკითხზე დისკუსიის სივრცე გააქრო. ირაკლი კობახიძემ სალომე ზურაბიშვილის ვეტოზე მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ისაუბრა. კობახიძის განცადებით, საერთაშორისო პარტნიორების მიმართ შეთავაზება იყო, რომ ვეტოს პროცედურა პოზიციების შეჯერებისთვის გამოეყენებინათ, თუმცა ზურაბიშვილმა უხეშად დაადო ვეტო კანონს, რითაც ყველანაირი სივრცე ჩაიკეტა დისკუსიისთვის. “ქართული ოცნება” მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ამტკიცებს, რომ ვერ მოისმინა არგუმენტი, თუ რატომაა კანონი რუსული.
სალომე ზურაბიშვილმა კანონი საკანონმდებლო ორგანოს, პრაქტიკულად, უცვლელად დაუბრუნა. დოკუმენტში მხოლოდ ერთი პუნქტია დამატებული, რომელშიც წერია, რომ: „ეს კანონი მოქმედებს ამოქმედებიდან 1 დღის განმავლობაში“. “ქართულ ოცნებისთვის” პრეზიდენტის ვეტო, რომელშიც წერია, რომ რუსულმა კანონმა მხოლოდ 1 დღე უნდა იმოქმედოს, საზოგადოების „დაცინვაა“.
საქართველოს პრეზიდენტმა ვეტო რუსულ კანონს 18 მაისს დაადო. საქართველოში რუსული კანონი წინააღმდეგ მიმდინარე ხალხმრავალი საპროტესტო აქციებისა და პარტნიორი სახელმწიფოების მკაცრი კრიტიკის მიუხედავად „ქართული ოცნების “ საპარლამენტო უმრავლესობამ 14 მარტს მესამე საბოლოო მოსმენით, 84 ხმით რუსული კანონი მაინც მიიღო.