სამთავრობო ტელეკომპანია „იმედი“ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის ვიზიტთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. რომლის თანახმადაც, ჯიმ ო ბრაიენს საქართველოში ბიძინა ივანიშვილის სანქცირების კონკრეტული პაკეტი ჩამოაქვს. სახელისუფლებო მედია, ასევე, ამბობს, რომ დაგეგმილია აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწესა და „ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს შორის შეხვედრა. „იმედის“ მტკიცებით, ამ შეხვედრის შემდეგ ივანიშვილი საკუთარ გუნდს მიმართავს თხოვნით შერბილდეს პოზიციები რუსულ კანონთან დაკავშირებით.