“ქართული ოცნების” დეპუტატების მეირ რუსული კანონი მესამე მოსმენით მიღების პარალელურად საქართველოს 30-ზე მეტი უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებმა საყოველთაო გაფიცვა გამოაცხადეს. ახალგაზრდები აუდიტორიებში შესვლაზე უარს იქამდე აცხადებენ, ვიდრე არ შესრულდება ხალხის მოთხოვნა და ხელისუფლება უკან არ გაიწვევს რუსულ კანონს. პროტესტს უერთდებიან პროფესორ მასწავლებლებიც. მასშტაბურ და უწყვეტ პროტესტში ახალგაზრდები პირველივე დღიდან არიან ჩართულები.