დგას თუ არა შეურაცხმყოფელი სატელეფონო ზარების უკან „ქართული ოცნების“ ხელისუფლება | 08.05.2024

დგას თუ არა შეურაცხმყოფელი სატელეფონო ზარების უკან „ქართული ოცნების“ ხელისუფლება. უკვე რამდენიმე დღეა სამოქალაქო აქტივისტებსა და ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს ტელეფონებზე ურეკავენ და რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებში მონაწილეობის გამო აგინებენ. სავარაუდოდ, ხელისუფლების მიერ მართული პირები, თავდაპირველად, უკრაინული ნომრებით რეკავდნენ, თუმცა დღეს ეს პრაქტიკაც შეიცვალა.

სატელეფონო გინების კამპანიამ ხელისუფლებისთვის უკუშედეგი გამოიწვია. ოპოზიციონერი პოლიტიკოსები და სამოქალაქო აქტივისტები ზარებმა გაამხიარულა, მათ სოციალურ ქსელში არაერთი ვიდეო გაავრცელეს.