რუსულ კანონს იურიდიული კომიტეტი 13 მაისს განიხილავს. ამის შესახებ ინფორმაციას კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი ავრცელებს. მისი თქმით, დეპუტატები 10 მაისს დანიშნულ სხდომაზე ევროკავშირის რეკომენდაციებთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ინიციატივებს განიხილავს, ორშაბათს კი რუსული კანონის მესამე მოსმენით განხილვას დაიწყებენ.