კობახიძის ანტიდასავლური, ჰომოფობიური განცხადებები უნგრეთში, ორბანის ანტილიბერალურ კონფერენციაზე | 25.04.2024

საქართველოს პრემიერ-მინისტრი უნგრეთში, „კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების“ კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა. ტრიბუნა კი ძირითადად ანტიდასავლური და ჰომოფობიური  განცხადებებისთვის გამოიყენა. პრემიერმა გაიმეორა არაერთი პროპაგანდისტული ფრაზა, რომელსაც რუსეთი დასავლეთის წინააღმდეგ იყენებს. გარდა ამისა, კობახიძემ თბილისში მიმდინარე პროტესტის დისკრედიტაციაც სცადა.

პრემიერ-მინისტრმა, უნგრეთში. ვიქტორ ორბანის მიერ ორგანიზებულ ანტილიბერალურ კონფერენციაზე განაცხადა რომ „ე.წ. ლიბერალები რისკის ქვეშ აყენებენ ერების იდენტობას“.

პრემიერმა ასევე ისაუბრა საქართველოში მმართველი პარტიის მიერ დაინიცირებულ საკონსტიტუციო ცვლილებებზე, და თქვა, რომ ეს ცვლილებები „ოჯახური ფასეულობებისა და არასრულწლოვანთა ინტერესების დაცვას ისახავს მიზნად“.

კობახიძემ განაცხადა, რომ „უნგრეთი და მისი ხელისუფლება, პირადად პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი არიან მისაბაძი მაგალითი ყველასთვის, ვისთვისაც სიტყვა სამშობლოს და პატრიოტიზმს განსაკუთრებული ფასი აქვს“. საქართველოს პრემიერ-მინისტრის სიტყვით გამოსვლის შემდეგ ტრიბუნა ვიქტორ ორბანმა დაიკავა.  ორბანმა  კობახიძეს „ჭადრაკის დიდოსტატი“ უწოდა.

„კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციას“, – 1974 წლიდან ატარებს „ამერიკის კონსერვატორთა კავშირი“ მესამე წელია,კონფერენციას უნგრეთი მასპინძლობს. შარშან ამ კონფერენციას ყოფილი პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი ესწრებოდა.