რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე პარტია “გახარია საქართველოსთვის” წევრი, ნოდარ შეროზია თანამდებობიდან გადააყენეს. ოპოზიციამ უმრავლესობა დაკარგა. შეროზიას პოსტიდან გადაყენების საკითხს დეპუტატებმა კენჭი დახურულ ფორმატში უყარეს. კენჭისყრაში მონაწილეობა 21-მა დეპუტატმა მიიღო, მათ შორის 18 მომხრე იყო, 3 ბიულეტენი კი ბათილად გამოცხადდა. გადაწყვეტილებას დაპირისპირება და ხმაური მოჰყვა. ადგილზე იმყოფებოდა რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე და ოცნების დეპუტატი ირაკლი შატაკიშივლი.
საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლად ნაციონალური მორაობის ყოფილი წევრი, ალეკო ბერიძე დაინიშნა.
გახარიას პარტიის წარმომადგენლების განცხადებით, “ქართული ოცნების” წევრებს ამ გადაწყვეტილების მიღება მას შემდეგ გაუადვილდათ, რაც ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” ოთხმა წევრმა პარტია დატოვა და ოპოზიციამ უმრავლესობა დაკარგა. პარტია “საქართველოსთვის” წევრები “ნაციონალური მოძრაობის” ყოფილ დეპუტატებს “ოცნებასთან” გარიგებაში ადანაშაულებენ, რასაც პარტიის ყოფილი წევრები კატეგორიულად უარყოფენ.
რუსთავის საკრებულოს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ჯუბა მგელაძემ და თაკო მეტრეველმა განაცხადეს, რომ პარტია რუსთავის საკრებულოში განვითარებულ მოვლენებში მონაწილეობას არ იღებს, რადგან მათთვის თანამდებობების გადანაწილება არ არის პრიორიტეტული.