რუსული კანონის გაწვევის შესახებ მოწოდებას, 6 ქვეყნის პარლამენტის საგარეო კომიტეტების თავმჯდომარეები უერთდებიან. ინფორმაციას ამის შესახებ ლიეტუვის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ჟიგიმანტას პავილიონისი ავრცელებს. სადავო კანონპროექტის გაწვევის მოთხოვნას ბელგია, ბულგარეთი, ლუქსემბურგი, სლოვაკეთი და ისლანდია შეუერთდნენ. მანამდე, 5 აპრილს გამოქვეყნდა 12 ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოთა საგარეო კომიტეტის თამჯდომარეების განცხადება რუსული კანონის წინააღმდეგ. ამჟამად მოწოდება 20 ქვეყნის ხელმოწერას აერთიანებს.
“ჩვენ გამოვთქვამთ ღრმა შეშფოთებას ამ პუტინის სტილის მქონე კანონპროექტზე, რომელიც შექმნილია საქართველოს ცოცხალი, პროევროპული სამოქალაქო საზოგადოების, არასამთავრობო სექტორის სტიგმატიზებისა და დაუძლურებისთვის. მოვუწოდებთ „ქართულ ოცნებას“, რომ გაიწვიოს კანონპროექტი პარლამენტიდან. ჩვენ განვაგრძობთ ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფების მხარდაჭერას და ველოდებით, რომ საქართველო განამტკიცებს მის თავდადებას დემოკრატიის ხელშეწყობის მიმართ. ჩვენ გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს ხელისუფლება გამოიჩენს სერიოზულობას ევროპისა და ევროატლანტიკურ ინსტიტუციებთან ინტეგრაციის მიმართ, რომელიც ხელმძღვანელობს დასავლური, ლიბერალური დემოკრატიის ღირებულებებით. ქართველი ხალხის მომავალი სასწორზე დგას!” – 20 ქვეყნის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტები.