„ქართული ოცნების“ რუსული კანონის გამო, შესაძლოა, საქართველოსთვის გამოყოფილი ევროპული დახმარება კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს. ორ დღეში ევროპარლამენტი საქართველოს შესახებ საგანგებო რეზოლუციას მიიღებს. თუმცა უკვე ცნობილია ოთხი დოკუმენტის პროექტების შინაარსი, რომლის თანახმადაც რუსული კანონის საბოლოოდ დამტკიცების შემთხვევაში ევროპარლამენტი მოუწოდებს ევროკავშირს, გადახედოს საქართველოსთვის გამოყოფილ ფინანსურ დახმარებას. საუბარია ბიძინა ივანიშვილისა და იმ 83 დეპუტატის პერსონალურ დასანქცირებაზეც, რომლებმაც რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღებას მხარი დაუჭირეს. ოლიგარქისა და მისი დეპუტატების დასანქცირებას „ევროპის სახალხო პარტია“ ითხოვს. „რინიუსა“ და „მწვანეების“ რეზოლუციის პროექტებში კი ნათქვამია, რომ სავიზო შეზღუდვები უნდა დაუწესდეს რუსული კანონის მხარდამჭერ 83 დეპუტატს.