29 აპრილს “ქართული ოცნების” მიერ დაანონსებულ კონტრაქციას ოპოზიცია საზოგადოების გაყოფისა და დაპირისპირებისკენ გადადგმულ ნაბიჯად აფასებს. მათი შეფასებით ხელისუფლება ცდილობს, საჯარო მოხელეები იძულებით ჩამოიყვანოს თბილისში. ხელისუფლების ოპონენტების თქმით, ეს განსაკუთრებით საფრთხის შემცველი მაშინ იქნება, თუ სწორედ 29 აპრილს დაინიშნება კანონპროექტის განხილვა მეორე მოსმენით და ოპოზიციის მხარდამჭერები საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრებას გადაწყვეტენ.
„ქართულ ოცნებაში“ ამბობენ, რომ საზოგადოებაში დაპირისპირებაზე საუბრით ოპოზიცია წინასწარდაანონსებული აქციის დისკრედიტაციას ცდილობს.
ცნობილია, რომ 29 აპრილისთვის დაანონსებულ აქციას “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილიც დაესწრება. “ქართული ოცნება” ამბობს, რომ საყოველთაო შეკრების თხოვნა მხარდამჭერებისგან მიიღეს.