საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ოპოზიციას საერთო სიის შექმნისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, საერთო სიის შემთხვევაში, ოპოზიცია ოცნებას არჩევნებში დიდი უპირატესობით დაამარცხებს. მესამე პრეზიდენტი ნაციონალურ მოძრაობასაც მიმართავს და პარტიის ბორდი შექმნისკენ მოუწოდებს, რომლის თავმჯდომარე თავად იქნება, მოადგილე კი მისი პირადი წარმომადგენელი, სოფო ჯაფარიძე.
“ქვეყნისთვის გადამწყვეტ მომენტში ჩვენი ამაყი, ძლიერი ხალხის მთავარი დაკვეთა ერთიანობაა. ერთიანობა პირველ რიგში არჩევნებზე საერთო სიას ნიშნავს. ამ საერთო სიაში თავისი წარმომადგენლების დელეგირებას პარიტეტული პრინციპით ყველა ძირითადი პროევროპული ძალა გააკეთებს. საარჩევნო ნომერი შემთხვევითი წესით შეიძლება შეირჩეს.
ჩვენი დათვლებით, საერთო სიის შემთხვევაში, ოპოზიცია ოცნებას 70/30 პროპორციით დაამარცხებს… ოპოზიცია და სამოქალაქო საზოგადოება სასამართლოში ცვლილებებზე, დეოლიგარქიზაციის პრინციპებსა და მომავალ კონსენსუსურ საპრეზიდენტო კანდიდატზე ახლავე უნდა შეთანხმდნენ… „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” ვთხოვ, უახლოეს დღეებში პარტიის ბორდი შევქმნათ და ბორდის თავმჯდომარედ ჩემი კანდიდატურა განიხილონ, ხოლო ჩემს მოადგილედ, სოფო ჯაფარიძე აირჩიონ… ახლა ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია, უახლოეს დღეებში რუსული რეჟიმის პოლიტიკური ხერხემალი უნდა გადავტეხოთ! მათ პროტესტისა და ჩვენი ხელახლა დანაწევრების საშუალება არ უნდა მივცეთ!
ახლა “არა რუსულ კანონს” და “არა რუსულ რეჟიმს” განუყოფელი ლოზუნგებია. მის გარდა, საარჩევნო ადმინისტრაციის ცვლილებებსა და ნამდვილი, სანდო ადამიანებით დაკომპლექტებას უნდა მივაღწიოთ. ივანიშვილი რამდენჯერმე დაუძვრა ქართულ საზოგადოებას და ამჯერად, მას მოტყუებისა და ჩვენი მოშვების სივრცე არ უნდა დავუტოვოთ”, – მიხეილ სააკაშვილის განცხადება.